„ლეგენდების ტურნირი" ბათუმში უკრაინის ნაკრებმა მოიგო

© photo: Georgian Football Federation / FB„ლეგენდების ტურნირი"
„ლეგენდების ტურნირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ორი ტურნირი ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს, შარშან კი გამარჯვება თურქეთის საფეხბურთო ნაკრებმა იზეიმა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. უკრაინელი ვეტერანების ნაკრები საფეხბურთო „ლეგენდების ტურნირის" გამარჯვებული გახდა, რომელიც ბათუმში ტრადიციული „ზამთრის თასის" ფარგლებში ჩატარდა.

ფინალში უკრაინელმა ფეხბურთელებმა ქართველებს 1:0 სძლიეს. ერთადერთი გოლი ფინალურ სასტვენამდე ორი წუთით ადრე ედუარდ ციხმეისტრიუკმა გაიტანა.

უკრაინის ნაკრების ვეტერანები ზედიზედ მეოთხედ მონაწილეობენ „ლეგენდების ტურნირში", მაგრამ წელს პირველად გაიმარჯვეს. პირველი ორი ტურნირი ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს, შარშან კი გამარჯვება თურქეთის ნაკრებმა იზეიმა.

თბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ვიცე-ჩემპიონია - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

ამჟამინდელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა გეორგიოს კარაგუნისი, რომელიც ფიფას ნაკრებში გამოდიოდა, საუკეთესო მოთამაშედ კი მასპინძლების თავდამსხმელი ალექსანდრე იაშვილი აღიარეს.

„ზამთრის თასის" ფარგლებში ასევე გაიმართა ტურნირი 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის. ფინალში „სფფ-ის აკადემიამ" (რუსთავი) თბილისის „დინამო" 3:1 დაამარცხა.

„ზამთრის თასი" დავით პეტრიაშვილის სახელობის ტრადიციული საფეხბურთო ტურნირია, რომელიც საქართველოში ზედიზედ მეოთხედ ჩატარდა. ტურნირი წელს პირველად გაიმართა ბათუმში.

ყველა ახალი ამბავი
0