„ლეგენდების ტურნირს“ ბათუმი უმასპინძლებს

© Sputnik / Vladimir Umikashvili"ლეგენდების ტურნირი"
ლეგენდების ტურნირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში „ლეგენდების ტურნირში“ მონაწილეობას მიიღებენ ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას ნაკრებები.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. დავით პეტრიაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი „ზამთრის თასი“ ბათუმში ახალ სპორტის სასახლეში 18–19 იანვარს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სსფ) განცხადებაში. 

თბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ვიცე-ჩემპიონია - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამო“ ლეგენდების ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

„ზამთრის თასის“ ფარგლებში გაიმართება „ლეგენდების ტურნირი“, რომელშიც ითამაშებენ ექვსი ნაკრების ვეტერანები – საქართველოს, ესპანეთის, თურქეთის, უკრაინის, უეფას და ფიფას ნაკრებების.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ორ ჯგუფად გაყოფილი თითოეული სამეულიდან ნახევარფინალში ორ-ორი საუკეთესო ნაკრები გადის.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბათუმს გასული წლების ისეთი ცნობილი ფეხბურთელები ეწვევიან, როგორებიც არიან ივან კამპო და ხოსე ამავისკა (ესპანეთი), რუსლან როტანი (უკრაინა), ჰასან კაბზე (თურქეთი) და მილენკო აჩიმოვიჩი, რომელიც უეფას ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს.

„ლეგენდების ტურნირი“ საქართველოში მეოთხედ გაიმართება. ორჯერ ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გახდა, შარშან კი თასი თურქ ფეხბურთელებს ერგოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0