ქართველმა ძალოსანმა ბუქარესტის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

© Georgian Weightlifting Federation / FB ზეზიულინი, მარტიროსიანი და ჩხეიძე
ზეზიულინი, მარტიროსიანი და ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ჩხეიძემ, რომელიც +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ორჭიდში 410 კილოგრამი ასწია (ატაცში 182 კგ, აკვრაში – 228 კგ).

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ საქართველოს ნაკრებს იუნიორებსა (U-20) და ახალგაზრდებს (U-23) შორის ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ჩემპიონატი ამ დღეებში რუმინეთში მიმდინარეობდა.

გიორგი ჩხეიძე +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მან ორჭიდში 410 კილოგრამი ასწია – ატაცში 182 კგ, აკვრაში – 228 კგ.

ატაცში ჩხეიძის შედეგი მეოთხე იყო, ხოლო აკვრაში მან პატარა ბრინჯაოს მედალი მოიგო.

პირველი ადგილი დაიკავა სპორტსმენმა სომხეთიდან სიმონ მარტიროსიანმა, მეორე ადგილზე გავიდა ბელორუსი ედუარდ ზეზიულინი.

ევროპის ჩემპიონატი იუნიორებსა და ახალგაზრდებს შორის ბუქარესტში 17-27 ოქტომბერს ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0