ქართველ ფეხბურთელებს სენსაციამდე სამი წუთი არ ეყოთ

© photo: courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ფეხბურთელებს ჰქონდათ ყველა შანსი ფრედ დაესრულებინათ თამაში ესპანეთის ნაკრებთან - 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებთან

თბილისი, 26 ოქტომბერი -  Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ზელენა-გურაში 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მეინ-რაუნდის მეორე მატჩი ესპანეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში რეკორდი დაამყარა >>

მატჩის დაწყებამდე ესპანეთის ნაკრები ფავორიტად მიიჩნეოდა - მსოფლიო რეიტინგში ის მეორე ადგილს იკავებს. ესპანელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ანგარიშის გასახსნელად მათ 13 წუთი დასჭირდათ. ფერნანის გოლი პირველ ტაიმში ერთადერთი გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა

შესვენების შემდეგ კამპოსმა ესპანეთის უპირატესობა გააორმაგა და სწორედ ამის შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდები გონს მოეგნენ და ორ წუთში ანგარიში გაათანაბრეს. თავი ჯერ სებისკვერაძემ, შემდეგ თოდუამ გამოიჩინა.

მატჩს ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ ფრედ დასრულებულიყო, რაც ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია გახდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ფინალურ სასტვენამდე სამი წუთით ადრე ქართველმა მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და ტოლრამ მატჩის საბოლოო ანგარიში დაამყარა - 3:2 ესპანეთის სასარგებლოდ.

ამგვარად, პირველ ჯგუფში მეინ-რაუნდის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს აქვს სამი ქულა (პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენმა გუნდმა მოუგო პოლონეთს 3:2) და ის კვარტეტში მეორე ადგილს იკავებს. ამავე ქულა აქვს ფინეთს, რომელმაც მოუგო პოლონეთს 2:1, მაგრამ საქართველო ფინეთს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა გიბრალტარს მოუგო >>

დასკვნით ტურში, რომელიც 27 ოქტომბერს ჩატარდება, საქართველოს ნაკრები სწორედ ფინეთს ხვდება. მეორე ადგილის დასაკავებლად და მსოფლიო-2020-ის შესარჩევი რაუნდის ელიტ-რაუნდში კვალიფიკაციის გასავლელად საქართველოსთვის საკმარისია ფრე, რადგან მომდევნო ეტაპზე თითოეული გუნდიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გადადის.

მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში 2020 წელს ლიეტუვაში 12 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბერს დასრულდება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია არგენტინის ნაკრები.

ყველა ახალი ამბავი
0