საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

გამოწერა
ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის გუნდთან წააგეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი მაროკოში მიმდინარეობდა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიის გუნდს მოუგეს – 4:1.

ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულეს

საქართველოს ნაკრები პირველად მაროკოს ნაკრებს შეხვდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 3:1. მეოთხედფინალში ასევე დამაჯერებლად მოუგო ბრაზილიას – 4:1.

ქართველებს ჰქონდათ ოქროსთვის ბრძოლის შანსი, მაგრამ ნახევარფინალში რუს ძიუდოისტებთან დამარცხდნენ. 3:3 ანგარიშის დროს ლაშა ბექაურმა (-90), რომელიც ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ტურნირის გამარჯვებული გახდა, რუსეთის გუნდის წევრ მანსურ ლორსანოვთან წააგო და შედეგად საქართველოს ნაკრებმა დათმო ეს ორთაბრძოლა – 3:4.

საბოლოოდ რუსმა ძიუდოისტებმა ვერცხლი აიღეს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში იაპონიის ნაკრები გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0