გორგოძე და კვესელაძე – საქართველოს რაგბის ნაკრების საუკეთესო მოთამაშეები

© photo: Rugby Union of Georgia / FBმამუკა გორგოძე (ცენტრში)
მამუკა გორგოძე (ცენტრში) - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო რაგბის კავშირმა საქართველოს ნაკრების ვეტერანი და ახალგაზრდა მოთამაშე გამოყო.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. რაგბის საერთაშორისო კავშირმა საქართველოს ეროვნულ გუნდში ყველაზე ფასეულ მორაგბეებად „ბორჯღალოსნების" შერკინების წევრი მამუკა გორგოძე და ხაზის მოთამაშე გიორგი კვესელაძე დაასახელა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საქართველო რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან იმედგაცრუებული ბრუნდება მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწია მიზანს და ვერ მოიგო ორი მატჩი ჯგუფში", – ასე იწყება რაგბის საერთაშორისო კავშირის სტატია.

სტატიაში განსაკუთრებით არის აღნიშნული გორგოძის თამაში ავსტრალიის ნაკრებთან, მთელი ტურნირის მანძილზე კი ქართული რაგბის ლეგენდამ 31 ბოჭვით საუკეთესო მაჩვენებელი – 97% აჩვენა.

მატჩი ქართველ და ავსტრალიელ რაგბისტებს შორის - Sputnik საქართველო
ქართველმა რაგბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ავსტრალიასთან შეხვედრით დაასრულეს

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაპონიის მსოფლიო თასი 35 წლის გორგოძისთვის ბოლო დიდი ტურნირი გახდა. მამუკამ ეროვნულ გუნდში გამოსვლა დაასრულა.

რაც შეეხება 21 წლის გიორგი კვესელაძეს, ის ორი მოთამაშიდან ერთ-ერთია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც მსოფლიო თასის ოთხივე მატჩში ითამაშა შეუცვლელად.

საქართველომ იაპონიაში გამოსვლა D ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. გაიმარჯვა მხოლოდ ურუგვაის ნაკრებთან, ხოლო უელსთან, ფიჯისთან და ავსტრალიასთან წააგო.

ყველა ახალი ამბავი
0