საქართველო VS ირლანდია: დიდი ფეხბურთი თბილისში

© photo: Sputnikქომაგები საქართველო-ირლანდიის თამაშზე
ქომაგები საქართველო-ირლანდიის თამაშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეძლებს თუ არა საქართველო შეწყვიტოს სევდიანი ტრადიცია და ბოლოს და ბოლოს მოუგოს ირლანდიას?

შაბათს, 12 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები EURO 2020-ის შესარჩევი ციკლის დასკვნით საშინაო მატჩს გამართავს. „დინამო არენაზე“ ვლადიმირ ვაისის შეგირდები ხვდებიან ირლანდიას, ალბათ, ყველაზე არაკომფორტულ მეტოქეს მეორე რანგის ევროპელ გუნდებს შორის.

ირლანდიელები ჩამოდიან თბილისში შესარჩევი D ჯგუფის ლიდერის სტატუსით და ხუთ გამარულ მატჩში მათ ჯერ წაგება არ ჰქონიათ.

გუნდები ოფიციალურ დონეზე ერთმანეთს ცხრაჯერ შეხვდნენ და რვა შემთხვევაში გამარჯვება „მწვანეებმა“ იზეიმეს. მხოლოდ 2018 წლის მსოფლიოს შესარჩევ ციკლში საქართველომ ირლანდიელებს ორი ქულა წაართვა და თბილისში ფრე 1:1 ითამაშა.

„Sputnik-საქართველო“ მატჩის პირდაპირი ტრანსლაციისთვის ემზადება. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0