ქართველმა ძიუდოისტმა ტაშკენტის გრან-პრიზე ოქრო მოიპოვა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიგურამ თუშიშვილი
გურამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალში ქართველმა სპორტსმენმა უზბეკ ძიუდოისტს ბეკმუროდ ოლტიბოევს არანაირი შანსი არ დაუტოვა და „წმინდა" გამარჯვება მოიპოვა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა გურამ თუშიშვილმა +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძიუდოს გრან-პრიზე, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქში გაიმართა, ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი სპორტსმენი ბეკმუროდ ოლტიბოევი იპონით დაამარცხა ისე, რომ მას არანაირი შანსი არ დაუტოვა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა ბექაური (90 კგ). მან ნახევარფინალში რუს ხასან ხალმურზაევთან, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში – იაპონელ ბეიკერ მასიუსთან წააგო.

გრან-პრი ტაშკენტში 20-22 სექტემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობდა 467 სპორტსმენი 73 ქვეყნიდან.

ყველა ახალი ამბავი
0