ქართველმა მოჭიდავემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

გამოწერა
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ყაზახეთში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სამი მედალი მოუტანეს.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარეობს.

130 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქაჯაიას მეტოქე გერმანელი ედუარდ პოპი იყო. ქართველმა სპორტსმენმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 5:0.

ეს მედალი საქართველოს ნაკრების ყულაბაში მესამე გახდა – ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძის ოქროს მედლებს იაკობ ქაჯაიას ბრინჯაო მიემატა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ჩემპიონატი ამგვარად დაასრულეს. 19 სექტემბრიდან ხალიჩებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს>>

უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოქროს მედლები ნურ-სულთანში მსოფლიო ჩემპიონატზე 12 წლის შემდეგ პირველად მიიღეს. 2007 წელს ბაქოში უმაღლეს კვარცხლბეკზე დავით ბედინაძე (-60 კგ) და რამაზ ნოზაძე (-96) ავიდნენ. მას შემდეგ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი მსოფლიო ჩემპიონი არ გამხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0