ქართველი სუმოისტი საშემოდგომო ტურნირზე კვლავ დამარცხდა

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკი ბაშოს ტურნირის მეშვიდე დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა დაიეისიოს შეხვდება

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს საშემოდგომო ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ტოკიოში მიმდინარეობს, მეოთხედ დამარცხდა.

შეჯიბრების მეექვსე დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა ტამავაშისთან დამარცხდა. ბრძოლის დროს მეტოქეები ერთდროულად გადავარდნენ დოჰიოდან, მაგრამ მსაჯებმა დააფიქსირეს, რომ უფრო ადრე დოჰიო ტოჩინოშინმა დატოვა. მსაჯებმა გამარჯვება სრულიად დამსახურებულად ტამავაშის დაუტოვეს.

„ვერ ვხედავდი მეტოქის ხელს. თავიდან მარჯვენა ხელით შეტევა ვცადე, მეგონა, ტამავაში გამერიდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ავჩქარდი“, – ასეთი კომენტარი გააკეთა თავის მარცხზე ტოჩინოშინმა იაპონურ გამოცემა nikkansports –თან.

ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
ლევან გორგაძეს მეტოქის თმაზე კონტაქტის გამო ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს – ვიდეო

ამასთან, გორგაძემ აღნიშნა, რომ ტრავმირებული მუხლი და მხარი მას, პრაქტიკულად, აღარ აწუხებს, თუმცა, მაინც სიფრთხილე უწევს.

ტურნირის მეშვიდე დღეს ტოჩინოშინი მესამე მაეგაშირა დაიეისიოს შეხვდება.

ამ ეტაპზე ქართველ სუმოისტს გამარჯვებებისა და დამარცხებების უარყოფითი ბალანსი აქვს – 2:4. აკი ბაშოს დარჩენილ ცხრა ორთაბრძოლაში გორგაძემ ექვსი გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რომ დადებითი ბალანსი ჰქონდეს გარანტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ოძეკის ტიტული ჩამოერთმევა.

ყველა ახალი ამბავი
0