ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა

გამოწერა
ზაზა ფაჩულია თავისი კარიერის განმავლობაში ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ პროფესიონალი მოთამაშის კარიერა დაასრულა და ამიერიდან NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზის" კონსულტანტის თანამდებობას დაიკავებს, ნათქვამია კალიფორნიული გუნდის განცხადებაში.

ფაჩულიას მოვალეობაში იქნება კალათბურთის სფეროში ბიზნეს-საკითხებში კონსულტაციები.

ფაჩულიამ NBA-ში კარიერა 2003 წელს დაიწყო. ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა (Golden State Warriors 2017, 2018). მან შარშან გამართულ ასოციაციის გათამაშებაში კლუბ "გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ერთად მეორედ მოიგო ოქროს ბეჭედი.

ფაჩულია NBA-ში, 2003 წლიდან მოყოლებული, თამაშობდა „ორლანდო მეჯიკში", „მილუოკი ბაქსში", „დალას მავერიქსში", ხოლო კარიერის უდიდესი პერიოდი გაატარა „ატლანტა ჰოუქსში" (2005-2013).

NBA-ში გამოსვლის 16 წლის განმავლობაში 35 წლის ფაჩულიამ 1098 მატჩი ჩაატარა. ერთ თამაშში მისი საშუალო მაჩვენებელია: 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 გადაცემა და 20.3 წუთი.

ზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა>>

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ფაჩულია მონაწილეობდა ევროპის ოთხ ჩემპიონატში: 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში. ეროვნულ გუნდში გამოსვლა მან 2017 წელს, ევრობასკეტის შემდეგ დაასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0