შავდათუაშვილი ტოკიოს ტურნირზე მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა დაამარცხა

© Sputnik / STRINGERლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტები გამოვლენ

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ)  ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა.

ლონდონის ოლიმპიური ჩემპიონი (2012), რიო-დე-ჟანეიროს ბრინჯაოს პრიზიორი (2016), მსოფლიო ჩემპიონი (2013) და ევროპის სამგზის ჩემპიონი შავდათუაშვილი მერვედფინალში მომავალმა მსოფლიო ჩემპიონმა დაამარცხა.

მერვედფინალში მარცხამდე ჩვენმა ძიუდოისტმა ტურნირზე ორი მოგება მოიპოვა. თავიდან კევინ კნოსტერს (ავსტრალია) სძლია, შემდეგ კი ემირატების წარმომადგენელ ვიქტორ სკვორცოვის წინააღმდეგობა გატეხა.

სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ ტურნირზე საქართველოს ნაკრების აქტივში ერთი მედალია - ოქროს. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს მამაკაცები მედლებს 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაათამაშებენ. საქართველოს წარმოადგენს ლუკა მაისურაძე, რომელიც თავის პირველ ორთაბრძოლას სამოელ პენიამინ პერსივალის წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0