ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© courtesy of GeoWrestling / Gabor MARTINგიორგი შოთაძე
გიორგი შოთაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი მედლით მესამე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირი ტალინში ჩატარდა.

შეჯიბრების ფინალში 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი შოთაძემ სომეხ მოჭიდავეს შანტ ხაჩატრიანს სძლია – 6:3.

ეს მედალი ესტონეთში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებისთვის მეორე მედალი იყო. მანამდე 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გახდა ლერი აბულაძე.

მიუხედავად მხოლოდ ორი მედლისა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი რუს მოჭიდავეებს ერგოთ, ხოლო მეორეზე ირანელები გავიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0