ოქროს მედლის მოლოდინში: ქართველი მოჭიდავე ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია

© photo: GeoWrestling / FBბაგრატ გაგნიძე
ბაგრატ გაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები პირველ დღეს ხუთკაციანი შემადგენლობით წარდგა, აქედან მედლისთვის ბრძოლას ორი მოჭიდავე აგრძელებს

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ქართველი მოჭიდავე ბაგრატ გაგნიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რომელიც ტალინში მიმდინარეობს, იუწყება საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

ბაგრატ გაგნიძემ გუშინ უნგრელი მოჭიდავე ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ხვალ რუსეთის ნაკრების წევრ აჰმად ტაშხუაჯიევს დაუპირისპირდება.

საქართველოს სახელით ასევე გიორგი გეგელაშვილი აგრძელებს ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის, მას ინდოელ ვიაი ბაჯირაოსთან მოუწევს შერკინება. გამარჯვების შემთხვევაში, გეგელაშვილი შემდეგ ბრძოლას რუს ახმედ იდრისთან გამართავს.

დღესვე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, ესტონურ ხალიჩაზე საქართველოს გოდერძი ძებისაშვილი, გოგა მამიაური, მირიან მაისურაძე, გიორგი ჩანქსელიანი და ვასილ ხვისტანი წარადგენენ.

საქართველოს ნაკრები პირველ საჭიდაო დღეს ხალიჩაზე ხუთკაციანი შემადგენლობით წარდგა, აქედან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი მოჭიდავე აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0