ბასილაშვილმა მონრეალში ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა

© photo: AFP 2020 / DAVID GRAYნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანადაში სპორტსმენმა 70 ათასზე მეტი გამოიმუშავა

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ის რეიტინგში 17 ნომერი) მონრეალის მასტერსის მეოთხედფინალში გასვლა ვერ შეძლო.

მერვედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ ალექსანდრ ზვერევს (5) სამ სეტში 5:7, 7:5, 6:7 დაუთმო. შეხვედრა თითქმის სამი საათი გაგრძელდა.

​მერვედფინალში გასვლის წყალობით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და კარიერაში პირველად გადალახა 2000 ქულიანი ნიშნული ATP-ს რეიტინგში. ამ დროისათვის ქართველ ჩოგბურთელს 2065 ქულა აქვს და მე-16 ადგილს იკავებს ლაივ-რეიტინგში.

რეიტინგული ქულების გარდა, მონრეალში ტურნირზე ბასილაშვილმა 70 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

მონრეალის "მასტერსი" 8 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 5 მლნ 700 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ტურნირის მოქმედიგ ამარჯვებული რაფაელ ნადალია.

ყველა ახალი ამბავი
0