თბილისის „დინამო" „ფეიენოორდთან" დამარცხდა

© Sputnik / STRINGER"დინამო"-"გაბალა"
დინამო-გაბალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს თბილისის „დინამო არენას" სტადიონზე გაიმართება.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისის „დინამო" უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის გასვლით მატჩში ჰოლანდიის „ფეიენოორდთან" ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

მასპინძლებმა მატჩის დაწყების პირველი წუთებიდან აიღეს ხელში უპირატესობა, თუმცა, გოლის გატანა ტაიმის დასასრულს შეძლეს მხოლოდ. 43 წუთზე გუნდი ლუის სინისტერამ დააწინაურა.

„დინამო“ - „გაბალა“ - Sputnik საქართველო
უეფამ თბილისის „დინამო“ დასაჯა: „ფეიენოორდთან“ მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის

შესვენების შემდეგ მასპინძლები „დინამოს" კარზე შეტევას აძლიერებდნენ, თუმცა, საგოლე მომენტები ნაკლებად იყო.

ყოველივე მას შემდეგ მოხდა, რაც 79-ე წუთზე მეორე გაფრთხილების გამო, მინდორი დატოვა აკაკი შულაიამ. გარდა იმისა, რომ სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ, ჯარიმის შემდეგ, რის გამოც შულაიამ მოედანი დატოვა, „ფეიენოორდმა" უპირატესობა გააორმაგა. საკუთარ კარში ბურთი დავით კობოურმა გაიტანა.

ამის შემდეგ თბილისური კლუბი საბოლოოდ „მოეშვა" და ოთხი წუთის განმავლობაში ორი ბურთი გაუშვა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს თბილისის „დინამო არენას" სტადიონზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0