„საბურთალო"vs „არარატ-არმენია": ყველაფერი თბილისში გადაწყდება

© photo: Sputnik / Gor Margaryanპრესკონფერენცია
პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობა აღიარა

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" ფეხბურთელებმა კლუბ „არარატ-არმენიასთან" გამართულ მატჩში საკუთური შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს, განაცხადა ქართული გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იუწყება „Sputnik სომხეთი".

ერევანში გამართულ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში „საბურთალომ" „არარატ-არმენია" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ARARAT ARMENIA VS SABURTALO - Sputnik საქართველო
„არარატ-არმენია“ და „საბურთალო“: სად ვუყუროთ ფეხბურთის მატჩს

ჭიაბრიშვილმა როგორც აღნიშნა, პირველ ტაიმში „არარატ-არმენიას" ძალისხმევა ძალზე ძლიერი იყო. მწვრთნელის აზრით, თამაში რთული გამოვიდა, ორივე გუნდმა კარგად ითამაშა.

თავის მხრივ სომხური კლუბის მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა განაცხადა, რომ „საბურთალოსთან" გამარჯვებისთვის მის ფეხბურთელებს გამოცდილება არ ეყოთ.

„პირველ ტაიმში ჩვენც არცთუ ცოტა რამ გავაკეთეთ, გავითვალისწინეთ მოწინააღმდეგის სუსტი და ძლიერი მხარეები, მეორე ტაიმში კი თავი იჩინა რიგმა პრობლემებმა, რამაც ჩვენს კარში გატანილ გოლებამდე მიგვიყვანა. ჩვენ არ გვეყო გამოცდილება", - განაცხადა მან.

მწვრთნელის სიტყვებით, გუნდი გადაღლილი ჩანდა, რადგანაც ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში დიდი ენერგია დახარჯეს.

„ქართული გუნდი კლასით ზემოთ აღმოჩნდა, ჩვენ კი დრო გვჭირდება. ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ გავიზარდოთ მატჩიდან მატჩამდე, სხვა გზას ვერ ვხედავ და ჩვენ საქართველოში მხოლოდ გამარჯვებისთვის წავალთ", - აღნიშნა მან.

საპასუხო მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0