გვჭირდება თუ არა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება – დადებითი და უარყოფითი მხარეები

© courtesy of TBC Bank გუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველო“ მკითხველს სთავაზობს ქვეყანაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვას და აფასებს სპორტულ შეჯიბრებებში ქართველი სპორტსმენების გამარჯვების შანსებს.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ქვეყანაში 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება, განაცხადა გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
საქართველო ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარებისთვის იბრძოლებს

„გუშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენი მიზანია 2025 წელს ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებულები. მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს და საზოგადოებას – როდესაც ქართველი ერი არის ერთსულოვანი და ჩვენ ვდგავართ ერთად, მხარდამხარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. პირველად ეს აზრი გასული წლის იანვარში გამოითქვა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს და მას საქართველოს შესაძლებლობები გააცნო. მოგვიანებით კვირიკაშვილის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნავალ ელ-მუტავაკელი მხარს უჭერდა საქართველოს სწრაფვას, ემასპინძლა 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. 

„ჩვენ განვიხილეთ თქვენი წინადადება, 2030 წელს უმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიადას. საქართველო – გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის წარმოდგენილია მაღალი რანგის სპორტსმენებით. ვფიქრობ, ეს სწორად შერჩეული დროა თქვენი სურვილის გასამჟღავნებლად და ჩვენ მივესალმებით თქვენს წინადადებას“, – აღნიშნა მან.

როგორია არგუმენტები ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების ჩატარების სასარგებლოდ და რამდენად შესაძლებელია ახლა საქართველოს გამარჯვების შანსის შეფასება?

დადებითი მხარეები

ზაფხულის თამაშებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, ერთ ქალაქში იმართება, ზამთრის ოლიმპიადა თითქმის ყოველთვის სხვადასხვა ქალაქში ტარდება.

საქართელოს დროშა ბაქოში XV ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა ბაქოში 13 მედალი მოიპოვეს

მაგალითად, 1998 წელს ოლიმპიური შეჯიბრი არა მხოლოდ იაპონიის ქალაქ ნაგანოში, არამედ ერთდროულად ხუთ დასახლებულ პუნქტში გაიმართა. კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითი იქნება 2026 წლის ოლიმპიადა: ფორმალურად გამარჯვებულები არიან მილანი და კორტინა-დამპეცო, თუმცა შეჯიბრებების ნაწილი ვერონასა და ბორმიოშიც ჩატარდება – იტალიის ჩრდილოეთი დაყოფილია ხუთ კლასტერად, რომლებზეც 15 სპორტული ობიექტი განთავსდა.

ამ მხრივ კომპაქტური საქართველო, რომლის ფართობიც იტალიის ჩრდილოეთ ნაწილზეც კი პატარაა, იდეალურად შეეფერება ოლიმპიურ თამაშებს – ყველაფერი ახლოსაა.

ადვილად შეიძლება რამდენიმე ქალაქისა და კურორტის დასახელება, სადაც ცალკეული შეჯიბრების ჩატარებაა შესაძლებელი – თბილისიდან და ქუთაისიდან გუდაურამდე, გოდერძის უღელტეხილამდე და ბაკურიანამდე. ეს უკანასკნელი კვირიკაშვილს არაერთხელ უხსენებია, როგორც ოლიმპიადის ჩატარების შესაძლო ლოკაცია. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ბაკურიანში ფუნქციონირებდა მოთხილამურეების მოსამზადებელი ბაზა, ბოლო წლებში კი დასახლების საკურორტო, სპორტულ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი თანხები ჩაიდო.

© photo: Mountain Resorts of Georgia / FBბაკურიანი
გვჭირდება თუ არა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება – დადებითი და უარყოფითი მხარეები - Sputnik საქართველო
ბაკურიანი

მეორე დიდი პლუსი – ე.წ. „ოლიმპიური მემკვიდრეობაა“. ეს არა მხოლოდ სპორტული ობიექტები, არამედ სასტუმროები და ტრანსპორტია. იაპონური ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა სწორედ 1964 წლის ოლიმპიადა გახდა, რომლისთვისაც აშენდა ასობით კილომეტრის საავტომობილო და სარკინიგზო გზები. მოხერხებული ლოგისტიკა ქვეყნის წარმატებული განვითარების ერთ-ერთი საწინდარია.

საქართველოს სამთო კურორტები რეკორდებს ხსნიან >>

მესამე, კოლოსალური ბონუსი – საქართველოს ტურისტული პოტენციალის გახსნაა. ევროპელი ტურისტის რამით გაოცება უკვე რთულია და ბევრისთვის სპორტი ახალი ქვეყნების აღმოჩენის კარგი საშუალებაა. ასე ხდება ახლა რუსეთში: მუნდიალის შემდეგ ქვეყანაში ტურისტული ნაკადი გაიზარდა. ბევრს აშინებს უცნობი ადგილები, ისეთი მასშტაბური მოვლენა კი, როგორიც ოლიმპიადაა, კარგი დასვენების დამატებითი გარანტიაა. 

ამის მიუხედავად, განაცხადის მომზადების სტადიაზეც კი საქართველოს მოუწევს რამდენიმე ურთულეს კითხვაზე პასუხის გაცემა.

რატომ შეიძლება არ გამოვიდეს?

შეიძლება ერთი, მთავარი მიზეზის დასახელება და ამაზე შეჩერება – ეს არის ფული.

სვანეთი - Sputnik საქართველო
ქართული ალპები: შვედი ჟურნალისტები სვანეთის სათხილამურო კურორტებზე ისაუბრებენ

საქართველოს შემთხვევაში საუბარია მრავალმილიარდიან ინვესტიციებზე სატრანსპორტო ქსელში, რომელმაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხე უნდა დააკავშიროს; სასტუმროებზე, რომლებმაც ათობით ათას გულშემატკივარს უნდა უმასპინძლოს; აეროპორტებში ახალი ტერმინალების მშენებლობაზე; კოლოსალური ხარჯი იქნება გასაწევი ასევე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და, რაც მთავარია – სპორტული ობიექტები.

თამაშების მასპინძლობა ქვეყნისთვის თითქმის ყოველთვის წამგებიანია. იტალიის მთავრობამ ლატარიაც კი ჩაატარა, რათა ტურინში გამართული შეჯიბრების შედეგად გაწეული ხარჯი დაეფარა. ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ ოლიმპიადა ათენში საბერძნეთის მასშტაბური ეკონომიკური კრიზისისა და შემდგომი დეფოლტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. ვალმა 11,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2014 წელს სტოკჰოლმმა უკან გაიხმო 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე წარდგენილი განაცხადი შემდეგი ფორმულირებით: „ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს სპორტულ ნაგებობებში. მაგალითად, საჭიროა სპეციალური ტრასების აგება ბობსლეისა და ციგებისთვის. ამასთან, ოლიმპიადის შემდეგ მსგავსი კონსტრუქციები საჭირო აღარ იქნება“, – განაცხადეს მაშინ მმართველ პარტიაში. სტოკჰოლმის მაგალითს იმავე მოსაზრებით კრაკოვმა და ოსლომაც მიბაძეს.

აქვს თუ არა აზრი ძვირადღირებული ობიექტების აშენებას სპორტის იმ სახეობებისთვის, რომლებზეც საქართველო საერთოდ არ არის წარმოდგენილი? საქართველოში რომ გვყოლოდა მოციგურავეები, რომლებიც საერთაშორისო შეჯიბრებებში მედლებს აიღებდნენ და მშობლიურ ქვეყანაში ვარჯიშის სურვილი ექნებოდათ, რასაკვირველია, ეს მიზანშეწონილი იქნებოდა. მათი წარმატებით წახალისებული ახალგაზრდობა მიბაძავდა თავის კერპებს და მასობრივად მიაწყდებოდა ყინულს. სწორედ ასე ცვლიან თაობები ერთმანეთს.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საქართველოს არასდროს აუღია მედლები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

კუორტი გოდერძი - Sputnik საქართველო
აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტმა ტურისტებს სიურპრიზები მოუმზადა

მეტიც, დელეგაციების შემადგენლობები მინიმალური იყო: 2018 წელს – ოთხი ათლეტი სპორტის სამ სახეობაში, 2014 წელს - შვიდი სამ სახეობაში, ასეთივე ვითარება იყო 2010 წელს. სპორტის უმეტეს სახეობაში საქართველო საერთოდ არ არის წარმოდგენილი. ეს კი ობიექტების ექსპლუატაციის მომავალ პრობლემებზე მიუთითებს. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შესანიშნავად ახსოვთ სარაევოში აგებული სპორტული ობიექტების ბედი, რომლებიც 1984 წლის თამაშების შემდეგ აღარ გამოუყენებიათ.

ახლა საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ თამაშების ჩატარებაზე პრეტენზია გამოთქვას: დიდი პრობლემებია ტრანსპორტის, სასტუმროების, სპორტული ობიექტების კუთხით, თვით სპორტსმენების სიმცირის თვალსაზრისითაც. ამის მიუხედავად, 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების ინიციატივამ შეიძლება გაჭრას კიდეც, რაც ახალი სპორტული ობიექტების გაჩენის შესაძლებლობას შექმნის. ექვს წელიწადში სავსებით შესაძლებელია სამ-ოთხ დისციპლინაში მაინც ისეთი სპორტსმენების მომზადება, რომლებიც მედლებისთვის იბრძოლებენ. ასეთი ბაგაჟითა და ინვესტორების მხარდაჭერით კი დღემდე მიუღწეველ მწვერვალებთანაც შეიძლება შეჭიდება.

ყველა ახალი ამბავი
0