ბაქოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დაიწყო

© photo: courtesy of AZERTACბაქოს ოლიმპიური ფესტივალი
ბაქოს ოლიმპიური ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Baku Crystal Hall-ში შეკრებილებმა და ასობით ათასმა ტელემაყურებელმა საზეიმო გახსნის ცერემონიის დაუვიწყარი მომენტები იხილა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ბაქოში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული საზაფხულო XV ოლიმპიური ფესტივალი, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი, მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები.

ქართველი სპორტსმენების გაცილება ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე - Sputnik საქართველო
დიდი იმედებით: ახალგაზრდა სპორტსმენები ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე გააცილეს

ევროპის ახალგაზრდული საზაფხულო ოლიმპიური ფესტივალი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ტარდება. ფესტივალი პირველი მრავალპროფილური ევროპული ღონისძიებაა 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის და ის ორ წელიწადში ერთხელ ზაფხულისა და ზამთრის ფორმატში იმართება.

ოლიმპიური ფესტივალი 21–27 ივლისს ბაქოში გაიმართება. თამაშებში ევროპის 49 ქვეყნის 3,6 ათასი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. პროგრამაშია სპორტის 10 სახეობა. საქართველოს ნაკრები სპორტის ექვს სახეობაში 36 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ძიუდოსა და ჭიდაობაში.

ქართველი სპორტსმენების დევიზია ბაქოს ოლიმპიურ ფესტივალზე "უკეთ, ვიდრე დიორში!"

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 2015 წელს ჩატარდა. მაშინ ქართველებმა ოთხი ოქრო და ექვსი ბრინჯაო მოიპოვეს. უნგრეთის ქალაქ დიორში 2017 წელს ქართული დელეგაციის ანგარიშზეა ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი.

ყველა ახალი ამბავი
0