საფეხბურთო კლუბი „ჩიხურა“ უეფას ევროპის ლიგის მომდევნო რაუნდში გავიდა

© photo: FC Chikhura Sachkhere / FBქართული საფეხბურთო კლუბი „ჩიხურა“ (საჩხერე)
ქართული საფეხბურთო კლუბი „ჩიხურა“ (საჩხერე) - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბი უეფას ევროპის ლიგის მომდევნო რაუნდში ითამაშებს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ქართულმა საფეხბურთო კლუბმა „ჩიხურამ“ (საჩხერე) თბილისში ლუქსემბურგის „ფოლას" საპასუხო მატჩში 2:1 მოუგო (4:2 ორი მატჩის შედეგად) და ტურნირის მომდევნო რაუნდში გადასვლა შეძლო.

მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს 25-ე წუთზე რატი არდაზიშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ, რომელმაც მიხეილ სარდალიშვილის შესანიშნავი პასი გამოიყენა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ მოკლდოვის „შერიფთან“ 1:3 ანგარიშით დამარცხდა  - Sputnik საქართველო
გამარჯვებად ქცეული წაგება: ფოტოები „საბურთალოს“ და „შერიფის“ მატჩიდან

შვიდი წუთის შემდეგ სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ. „ფოლას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მცველმა ველდინ მუხერემოვიჩმა უხეშად ითამაშა ბესიკ დეკანოიძის წინააღმდეგ, რისთვისაც წითელი ბარათი დაიმსახურა.

„ჩიხურას“ მიერ რიცხობრივი უპირატესობის მოპოვების შემდეგ სოსო ფრუიძის შეგირდებმა შესვენებამდე მისი რეალიზაცია მაინც ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმი პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მასპინძელი უტევდა, სტუმრები შეტევებს იგერიებდნენ. თუმცა „ფოლას“ დაცვამ 74-ე წუთზე შეცდომა დაუშვა, როდესაც თავი სარდალიშვილმა ისახელა. დარჩენილი წუთები ფორმალობად იქცა, რადგან სტუმრებს სამი გოლი უნდა გაეტანათ.

თუმცაღა, სტუმრებმა მშრალი ანგარიშის „დასველება“ მაინც შეძლეს. შეხვედრის ბოლოს „ჩიხურას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც დეჟვიდ სინანიმ ზუსტად შეასრულა.

საბოლოო მოგება 2:1 და „ჩიხურა“ ზედიზედ მეორედ ითამაშებს უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, სადაც მისი მეტოქე იქნება გამარჯვებული წყვილში „აბერდინი“ (შოტლანდია) – „როპსი“ (ფინეთი). პირველი საშინაო შეხვედრა „აბერდინმა“ ანგარიშით 2:1 მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0