ქართველმა ფეხბურთელმა ჰოლანდიურ კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი

© photo : FC Twente / FBგიორგი აბურჯანია
გიორგი აბურჯანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი „სევილიას" მიეკუთვნება, მას ესპანელების ძირითად გუნდში არც ერთხელ არ უთამაშია

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიურ კლუბ „ტვენტეში" გააგრძელებს, ნათქვამია ენსხედეს გუნდის განცხადებაში.

აბურჯანია, რომელზე უფლებაც ესპანურ „სევილიას" ეკუთვნის, „ტვენტეში" იჯარის საფუძველზე ორი წელი გამოვა. ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ჰოლანდიურ კლუბს ქართველის გამოსყიდვის საშუალება ექნება.

„ეს გადაწყვეტილება რთული არ იყო. ნამდვილად მინდოდა „ტვენტეში" გადასვლა. ეს არის დიდი კლუბი მდიდარი ისტორიითა და შესანიშნავი სტადიონით. გუნდში გამოდის აიტორი, რომელთანაც ჯერ კიდევ „სევილიის" დროიდან ვმეგობრობ. მან უკვე ბევრი რამ მიამბო კლუბზე", - განუცხადა აბურჯანიამ „ტვენტეს" პრეს-სამსახურს შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

თავისი კომენტარი გააკეთა ასევე კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლეუვენმა.

„გიორგი დიდი ხანია, ჩვენი კლუბის ინტერესების სფეროშია, მაგრამ მისი გადმოსვლის შესახებ „სევილიასთან" შეთანხმება არც ისე ადვილი იყო. ახლა ყველაფერი მოგვარდა და მოხარული ვართ, რომ გიორგი ჩვენი გუნდის წევრი გახდა", - განაცხადა ვან ლეუვენმა.

ბუბა დაუშვილი - Sputnik საქართველო
კვიპროსის „ანორთოსისში" ქართველ ფეხბურთელთა მინი-ნაკრები იკრიბება

აბურჯანიამ პროფესიული კარიერა რუსთავის „მეტალურგში" დაიწყო. შემდეგ თამაშობდა გორის „დილაში", თბილისის „ლოკომოტივში". პირველი საზღვარგარეთული კლუბი მისთვის კვიპროსის „ანორთოსისი" გახდა.

შემდეგ აბურჯანია გამოდიოდა „ხიმნასტიკში", მერე „სევილიაში", სადაც პირველი გუნდის არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. ერთი წლის წინ ის იჯარით „ლუგოში" გადავიდა (ესპანეთის მეორე დივიზიონი).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში აბურჯანიამ 12 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0