მოსკოვის „ლოკომოტივი" ქართველი ფეხბურთელის წასვლის გამო სინანულს გამოთქვამს

© photo by FC Lokomotiv Moscowხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ქართველ მოთამაშეს მომავალ ვარსკვლავად მიიჩნევდა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში ფეხბურთელის აგენტების გამო არ დარჩა, განაცხადა საფეხბურთო კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ გულშემატკივართან შეხვედრისას.

კვარაცხელია „ლოკომოტივში" იჯარის საფუძველზე თამაშობდა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა. ივლისის დასაწყისში მან ყაზანის „რუბინთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ხვიჩას ინტერესები აგენტებმა გაწირეს. მე უარი ვთქვი იმ წინადადების გამეორებაზე, რომელიც ყაზანში შესთავაზეს. მანამდე ერთი თვით ადრე შევთანხმდით, რომ ხვიჩა ჩვენთან მისაღებ პირობებზე რჩებოდა. იური პავლოვიჩი (სიომინი) ხვიჩას უყურებს, როგორც მომავალ ვარსკვლავს", – განაცხადა კიკნაძემ.

როგორც კიკნაძემ აღნიშნა, ყველაფერს რომ თავისი სახელი ვუწოდოთ, ხვიჩა წაიყვანეს აგენტებმა, რომლებმაც ამით ფული იშოვეს. „ჩემთვის ძალზე დასანანია, რომ ის წავიდა", – დასძინა მან.

ყველა ახალი ამბავი
0