20:41 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
გივი მაჭარაშვილი ფინალურ ორთაბრძოლაში

კიდევ ორი მედალი – ქართველი მოჭიდავეების მორიგი წარმატება მინსკში

© photo: Sputnik / Alexey Filippov
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (463)
10110

საქართველოს ნაკრებს ევროთამაშებზე საერთო გუნდურ ჩათვლაში 22 მედლით მესამე ადგილი უკავია.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გივი მაჭარაშვილმა და ავთანდილ კენჭაძემ მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე შეჯიბრების მეხუთე დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მედალი მოუტანეს.

მაჭარაშვილი 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გახდა. მან ფინალური ორთაბრძოლა რუსეთის წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან წააგო – 2:8.

ავთანდილ კენჭაძე კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ბელარუსის წარმომადგენელი აზამატ ნურიკაუ დაამარცხა – 8:5.

შეჯიბრების მეხუთე დღის შემდეგ საქართველოს ნარების აქტივშია 22 მედალი - 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. ამ შედეგებით ქართული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზეა.

თამაშების ლიდერია რუსეთი – მას 63 მედალი აქვს (28–15–20). მეორე ადგილზეა ბელარუსის ნაკრები 45 მედლით (15-11-19).

შეჯიბრების მეექვსე დღეს, 27 ივნისს ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ ჭიდაობასა და ნიჩბოსნობაში.

 

თემები:
სპორტის ამბები (463)

მთავარი თემები