საქართველომ ევროთამაშებზე ორ დღეში 16 მედალი მოიპოვა

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშილევან ნახუცრიშვილი
ლევან ნახუცრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილს იკავებს.

თბილისი,  24 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნაკრების სპორტსმენებმა მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე ორი დღის განმავლობაში 16 მედალი მოიპოვეს.

აქედან ხუთი უმაღლესი სინჯისაა, სამი ვერცხლის და რვა ბრინჯაოს მედალია. თუმცა, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მესამედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების წევრები საპატიო კვარცხლბეკზე ექვსჯერ ავიდნენ. საკუთარ ქვეყანას ოქროს მედალი ორმა სამბისტმა – ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) და ლევან ნახუცრიშვილმა (–74 კგ) მოუტანეს. ბერძენიშვილმა ფინალში ბელარუსი იური რიბაკი დაამარცხა – 8:0, ნახუცრიშვილმა კი რუსი სტანისლავ სკრიაბინი (5:1).

საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა სამბისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – გივი ნადარეიშვილმა (–52 კგ), გენადი ჩირგაძემ (–62 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (–90 კგ). 

მინსკში ქართველმა ძიუდოისტებმაც მიაღწიეს წარმატებას. ლუკა მაისურაძე 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საერთო ჯამში მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრების აქტივში ორი დღის შემდეგ 5 ოქროს, სამი ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალია.

ტურნირის მესამე დღეს, 24 ივნისს ქართველი სპორტსმენები ბატუტზე ხტომაში, ძიუდოსა და ტყვიის სროლაში მოსინჯავენ საკუთარ ძალებს.

ყველა ახალი ამბავი
0