ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა UEFA-ს ევროპის ლიგაში თავისი მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBსაქართველოს თასი. „გაგრა“ - „დინამო“ თბილისი
საქართველოს თასი. „გაგრა“ - „დინამო“ თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ თამაშს სახლში მხოლოდ თბილისის „დინამო“ გამართავს, ყველა დანარჩენი ქართული კლუბი ასპარეზობას სტუმრად დაიწყებს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. სამმა ქართულმა საფეხბურთო კლუბმა 2019/2020 სეზონის UEFA-ს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მეტოქეების ვინაობა შეიტო.

თბილისის „დინამო“, რომელმაც გასული წლის საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით მეორე ადგილი დაიკავა, შეხვდება გამარჯვებულს წყვილში „ლა ფიორიტა“ (სან-მარინო) – „ენგორდანი“ (ანდორა). დედაქალაქის კლუბი ერთადერთია ქართულ კლუბებს შორის, რომელიც ორმატჩიან დაპირისპირებას საშინაო შეხვედრით დაიწყებს.

ქუთაისის „ტორპედო - სუპერთასის მფლობელი - Sputnik საქართველო
ქუთაისის „ტორპედო" საქართველოს სუპერთასის მფლობელია

საჩხერის „ჩიხურა“, რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა, ტურნირის სასტარტო რაუნდში ლუქსემბურგის „ფოლას“ შეხვდება. პირველ შეხვედრას „ჩიხურა“ სტუმრად გამართავს.

ქუთაისის „ტორპედო“, რომელიც საქართველოს თასის მფლობელი გახდა, ყაზახეთის „ორდაბასის“ შეხვდება. „ჩიხურას“ მსგავსად, „ტორპედოელებიც“ ბრძოლას გასვლითი მატჩით დაიწყებენ.

ქართული კლუბების შანსები

„Sputnik-საქართველო“ ცნობილ სპორტულ ჟურნალისტსა და საფეხბურთო კომენტატორს სანდრო ცნობილაძეს დაუკავშირდა და მომხდარი კენჭისყრის შეფასების გაკეთება სთხოვა.

„ვფიქრობ, მეორე რაუნდში აუცილებლად უნდა გავიდნენ „დინამო“ და „ჩიხურა“. ასეთ დასკვნას მეტოქეების სისუსტიდან გამომდინარე ვაკეთებ. რაც შეეხება წყვილს „ტორპედო“ – „ორდაბასი“, აქ პროგნოზის გაკეთება რთულია. ყაზახეთის კლუბს ავარჯიშებს კახა ცხადაძე (საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი) და ეს დაპირისპირების დამატებით ინტრიგას ქმნის“, – განაცხადა ცნობილაძემ.

კომენტატორის თქმით, მეტოქის სტატუსის და გარკვეული კრიზისის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა „ტორპედო“ იმყოფება, ის უპირატესობას ყაზახეთის კლუბს მიანიჭებდა.

ქუთაისის „ტორპედოს ფეხბურთელები - Sputnik საქართველო
ქუთაისის „ტორპედომ“ ჩემპიონთა ლიგაში მოლდოველებთან წააგო

ცნობილაძემ ასევე გამოთქვა თავისი მოსაზრება საქართველოს ჩემპიონთან – კლუბ „საბურთალოსთან“ დაკავშირებით, რომელიც პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, მაგრამ ამჯერად უკვე უეფას ჩემპიონთა ლიგაში, მოლდოვის „შერიფს“ შეხვდება.

„გასულ წელს „ტორპედო“ უკვე შეხვდა „შერიფს“ ამავე სტადიაზე და ორი მატჩის შედეგების ჯამით 2:4 წააგო – ეს სრულიად კანონზომიერი იყო. მოლდოვურ კლუბს გააჩნია კარგი ბიუჯეტი და საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც შეუძლიათ ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება. ახლა „შერიფი“ თავის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და უახლოეს გუნდს რვა ქულით უსწრებს“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, „საბურთალოს“ შეიძლება არ ეყოს გამოცდილება იმისათვის, რომ ეს ბარიერი გადალახოს, რადგან კლუბი ევროპულ არენაზე პირველად ითამაშებს.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები 11 ივლისს გაიმართება, საპასუხო – 18 ივლისს.

ყველა ახალი ამბავი
0