საქართველოს ხელბურთის ნაკრები თბილისის ტურნირის ფინალშია

© photo: Georgian Handball Federation / FBსაქართველოს ხელბურთის ნაკრები
საქართველოს ხელბურთის ნაკრები  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალში ქართველი ხელბურთელები კუბელებს შეხვდებიან

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრები თბილისში მიმდინარე IHF ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირის ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ქართველმა ხელბურთელებმა დიდი ბრიტანეთის გუნდი ანგარიშით 28:21 დაამარცხეს. ნიკოლ მაქსიმოვიჩისა და ბექარ ორჯონიკიძის გუნდში კვლავ ბრწყინავდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც ბრიტანელების კარში რვა ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია ასევე ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი გოგოლაძე, რომლებმაც საკუთარ ანგარიშზე ოთხ-ოთხი გოლი ჩაიწერეს.

ჯემალ ცერცვაძე - ხელბურთის პელე - Sputnik საქართველო
"ხელბურთის პელე“, ანუ ჯემალ ცერცვაძის „სახელბურთო სპექტაკლები“

ამ გამარჯვების შედეგად ჩვენმა გუნდმა არამარტო ფინალში გასვლა შეძლო, არამედ აჩვენა საუკეთესო შედეგი ტურნირზე მოასპარეზე ექვს ევროპულ ნაკრებებს შორის. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი რაუნდის პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

საშინაო ტურნირის ფინალში საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება კუბას, რომელმაც თავის ნახევარფინალში ბულგარეთს ანგარიშით 39:36 მოუგო.

გადამწყვეტი მატჩი 16 ივნისს თბილისის „სპორტის სასახლეში“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0