საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში პოზიცია შეინარჩუნა

© Sputnik / STRINGERსაქართველოს ნაკრები გიბრალტართან შეხვედრის წინ
საქართველოს ნაკრები გიბრალტართან შეხვედრის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგში საქართველოს გუნდი კვიპროსისა და ყირგიზეთის ნაკრებებს შორის მოხვდა

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა FIFA/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში საკუთარი პოზიცია შეინარჩუნა და ის ისევ 94-ე ადგილს იკავებ.

ვლადიმირ ვაისის შეგირდების აქტივში 1255 ქულაა და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები კვიპროსსა (1258) და ყირგიზეთის (1252) ნაკრებებს შორის განთავსდა.

 

ბოლოჯერ FIFA-ს რეიტინგი 4 აპრილს განახლდა. იმ დროიდან საქართველოს ნაკრებმა EURO-2020-ის ორი შესარჩევი მატჩი ჩაატარა. თბილისში ქართველმა ფეხბურთელებმა გიბრალტარს ანგარიშით 3:0 მოუგეს, ხოლო კოპენჰაგენში დანიას ანგარიშით 1:5 დაუთმეს.

რაც შეეხება საქართველოს გუნდის მეტოქეებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე შესარჩევი D ჯგუფის მიხედვით, მათ შემდეგი პოზიციები დაიკავეს - შვეიცარია (9), დანია (10), ირლანდია (32) და გიბრალტარი (198).

FIFA-ს რეიტინგის ლიდერად კვლავ რჩება ბელგიის ნაკრები (1746 ქულა). მეორე ადგილზეა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი (1718), მესამეზე - ბრაზილია (1681).

EURO-2020-ის მომდევნო შესარჩევ მატჩს 8 სექტემბერს თბილისში დანიის წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0