ძაგნიძემ ყაზანში ტურნირზე კიდევ ერთხელ წააგო

გამოწერა
ქართველი მოჭადრაკე სატურნირო ცხრილის ბოლოს განთავსდა

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჭადრაკის ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (მე-10 ნომერი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე პარტია მორიგი მარცხით დაასრულა. ტურნირი ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს.

ძაგნიძემ XI ტურში შავი ფიგურებით რუსეთის წარმომადგენელ ვალენტინა გუნინასთან წააგო. ქართველი მოჭადრაკისთვის ეს მარცხი ამ ტურნირზე უკვე მეხუთე გახდა.

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში

შეჯიბრების დასრულებამდე სამი ტურით ადრე ძაგნიძის აქტივშია 4,5 ქულა. ის რუსეთის წარმომადგენლებთან, ალექსანდრა კოსტენიუკთან და ვალენტინა გუნინასთან ერთად სატურნირო ცხრილში მე-6-8 ადგილებს ინაწილებს.

ტურნირის ლიდერია ალექსანდრა გორიაჩკინა, რომელსაც ყაზანში არც ერთხელ არ წაუგია. მას 8,5 ქულა აქვს. მეორე ადგილზე მყოფ ეკატერინა ლაგნოს (რუსეთი) ის 2,5 ქულით უსწრებს.

ძაგნიძე XII ტურში თეთრი ფიგურებით კოსტენიუკს დაუპირისპირდება, ხოლო გორიაჩკინა - მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ტან ჩჟუნის.

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 200 ათას ევროს შედგენს, 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0