ნანა ძაგნიძემ პარტია ყაზანში ყაიმით დაამთავრა

© Facebook / World Chess Federationნანა ძაგნიძე
ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოჭადრაკე ლიდერს კვლავ 3,5 ქულით ჩამორჩება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (მე-10 ნომერი ფიდეს რეიტინგში) შეწყვიტა წაგების სერია და ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე პარტია ყაიმით დაასრულა. ტურნირი ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს.

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში

მეათე ტურში ძაგნიძე უკრაინელ მარია მუზიჩუკს შავი ფიგურებით დაუპირისპირდა და ყაიმს მიაღწია. ამ შედეგის შემდეგ ქართველ მოჭადრაკეს აქტივში 4,5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ტურნირის ლიდერს ალექსანდრა გორიაჩკინას ძაგნიძე 3,5 ქულით ჩამორჩება.

XI ტურში 13 ივნისს ძაგნიძე შავი ფიგურებით ვალენტინა გუნინას (რუსეთი) შეხვდება, ხოლო გორიაჩკინა – უკრაინელ ანა მუზიჩუკს.

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 200 ათას ევროს შედგენს, 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0