საქართველოს ხელბურთის ნაკრები IHF ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

© photo: Georgian Handball Federation / FBსაქართველოს ხელბურთის ნაკრები IHF ეგიდით გამართულ ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს ხელბურთის ნაკრები IHF ეგიდით გამართულ ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ ხელბურთელთაგან ყველაზე კარგი შედეგი გიორგი ცხოვრებაძემ აჩვენა.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა თბილისში მიმდინარე IHF ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე აშშ-ის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 28:22 და ამ მოგებით ნახევარფინალში გადასვლა უკვე გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე აღმოჩნდა. მან მეტოქის კარში ცხრა ბურთი გაიტანა. ოთხ-ოთხი ბურთია ირაკლი ჩიქოვანისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის ანგარიშზე.

© photo: Georgian Handball Federation / FBსაქართველოს ხელბურთის ნაკრები IHF ეგიდით გამართულ ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს ხელბურთის ნაკრები IHF ტურნირის ნახევარფინალში გავიდა - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელბურთის ნაკრები IHF ეგიდით გამართულ ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა

ამ წარმატების წყალობით ქართველმა ხელბურთელებმა ტურნირის ნახევარფინალში თამაშის გარანტია მიიღეს, სადაც საქართველოს ნაკრების გარდა დროზე ადრე კიდევ ორი გუნდი მოხვდა – ბულგარეთისა და კუბის ნაკრებები. ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

საქართველოს ნაკრებისთვის აშშ-ზე გამარჯვება ტურნირზე მეოთხე წარმატებული ასპარეზობაა. პირველ დღეს ნიკოლა მაქსიმოვიჩისა და ბექარ ორჯონიკიძის გუნდმა ნიგერია 27:14 დაამარცხა, შემდეგ მალტა - 39:13, მესამე ტურში კი ირლანდია - 37:17.

საქართელო-შოტლანდია. რაგბი - Sputnik საქართველო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიას მოუგო

ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, 13 ივნისს საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებიან და B ჯგუფის გამარჯვებულს გამოავლენენ.

ახალგაზრდა სახელმწიფოთა ტურნირი IHF ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მესამედ იმართება. მსგავსი ჩემპიონატების მიზანია ხელბურთის განვითარება და პოპულარიზაცია ისეთ ქვეყნებში, სადაც სპორტის ეს სახეობა ფართოდ არ არის გავრცელებული.

ყველა ახალი ამბავი
0