ნანა ძაგნიძე ყაზანის ტურნირზე კვლავ დამარცხდა

გამოწერა
ქართველმა მოჭადრაკემ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ტურნირის ლიდერს უკვე 3,5 ქულით ჩამორჩება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ჭადრაკში ნანა ძაგნიძე (მე-11 ადგილი ფიდეს რეიტინგში) ფიდეს 2019 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში ყაზანში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ დამარცხდა.

ძაგნიძემ მეცხრე ტურში თეთრი ფიგურებით უკრაინელ ანა მუზიჩუკთან წააგო. ეს მარცხი ქართველი მოჭადრაკისთვის ზედიზედ მეორე და ტურნირზე მეოთხე წაგებაა.

ნონა გაფრინდაშვილი - Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილი: ინტერნეტმა ჭადრაკს ბევრი რამ დააკარგვინა საქართველოში

ძაგნიძის აქტივში ცხრა ტურის შემდეგ ოთხი ქულაა და მან სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ტურნირის ლიდერს ალექსანდრა გორიაჩკინას ის უკვე 3,5 ქულით ჩამორჩება.

სწორედ გორიაჩკინაა ტურნირის ერთადერთი მონაწილე, რომელსაც ჯერ არ წაუგია.

დღეს, 11 ივნისს მოჭადრაკეები დაისვენებენ, ხოლო ხვალ, 12 ივნისს ბრძოლას გააგრძელებენ. ძაგნიძე უკვე შავი ფიგურებით ისევ უკრაინელ მარია მუზიჩუკს შეხვდება, ხოლო გორიაჩკინა – ანა მუზიჩუკს.

ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 200 ათას ევროს შედგენს, 18 ივნისამდე გაგრძელდება. ტურნირის გამარჯვებული მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0