საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში დანიასთან გამანადგურებელი ანგარიშით წააგო

© Sputnik / STRINGERსაქართველო-დანიის მატჩის შემდეგ
საქართველო-დანიის მატჩის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუნდები ერთმანეთს მეორე წრეში თბილისში სექტემბერში შეხვდებიან.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში ევრო-2020-ის შესარჩევი მატჩი დანიის ნაკრებთან კოპენჰაგენში 1:5 წააგო.

მასპინძლებმა ანგარიში უკვე მე-13 წუთზე გახსნეს (გოლის ავტორია კასპერ დოლბერგი). ანგარიშის გათანაბრება ქართველებმა პირველი ტაიმის შუაში შეძლეს – გოლი გაიტანა საბა ლობჟანიძემ, რომელიც დანიის ჩემპიონატში გამოდის.

© Sputnik / STRINGERსაქართველოს ნაკრები დანიის გუნდის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში დანიასთან გამანადგურებელი ანგარიშით წააგო - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები დანიის გუნდის წინააღმდეგ

30-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა მასპინძლების კაპიტანმა კრისტიან ერიქსენმა. შესვენებაზე გუნდები 2:1 ანგარიშით გავიდნენ დანიის სასარგებლოდ.

საქართველო-გიბრალტარი - 3:0 - Sputnik საქართველო
EURO-2020: საქართველომ გიბრალტარის გუნდი გაანადგურა

მეორე ტაიმში დანიელები კვლავ უპირატესობას ფლობდნენ მინდორზე და მეტჩის მეორე ნახევარში კიდევ სამი გოლი დაამატეს – დოლბერგმა დუბლი გააფორმა, იუსუფ პოულსენმა ლორიას კარში მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 5:1 მარტინ ბრეიტვეიტმა დააფიქსირა.

ეს მარცხი საქართველოს ნაკრებისთვის ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში მესამეა. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოთხი ტურის შემდეგ D ჯგუფში სამი ქულით მეოთხე ადგილზეა. ლიდერი კვლავ ირლანდიაა (10 ქულა ოთხ მატჩში), ხოლო დანიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა (5 ქულა სამ მატჩში).

ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლი სექტემბერში გაგრძელდება. შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს თბილისში დანიის წინააღმდეგ გამართავს.

ყველა ახალი ამბავი
0