საქართველო vs გიბრალტარი: ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩი

© photo: courtesy of Georgian Football Federationსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დროა, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში გატანილი გოლით ანგარიში გახსნას

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ევრო-2020-ის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის 7 ივნისს თბილისის „დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სამი დღის შემდეგ გასვლით მატჩში საქართველო დანიას დაუპირისპირდება (22:45 საათი თბილისის დროით).

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს>>

ევრო-2020-ის D-შესარჩევ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს არც ერთი ქულა არა აქვს და ბოლო ადგილზეა. პირველ მატჩში ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისში შვეიცარიასთან წააგო – 0:2, ხოლო დუბლინში ირლანდიასთან – 0:1.

ყველა ახალი ამბავი
0