ქართველმა სუმოისტმა იაპონიის ტურნირზე მოულოდნელად წააგო

© photo: AFP 2020 / JIJI PRESSლევან გორგაძე - ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოჩინოშინმა საზაფხულო ნაცუ ბაშოზე მეორედ წააგო.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) საკმაოდ მოულოდნელად წააგო ორთაბრძოლა საზაფხულო ნაცუ ბაშოზე შეჯიბრების მე-11 დღეს. ტურნირი ამ დღეებში ტოკიოში მიმდინარეობს.

გორგაძე დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა აბის (კოსკე ჰორიკირი) შეხვდა. გორგაძემ ვერ მოახერხა მეტოქის ქამარში ჩავლება და დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.

ეს შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც ეს სპორტსმენების მეოთხე დაპირისპირება იყო. წინა სამი ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა მოიგო.

ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტულისგან ერთი ნაბიჯი აშორებს

ტოჩინოშინმა საზაფხულო ნაცუ ბაშოზე მეორედ წააგო. ამჟამად გორგაძის ბალანსია 9:2, მას ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილ ოთხ ორთაბრძოლაში ერთი მოგება სჭირდება.

ამ წაგებამ ტოჩინოშინი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაიყვანა, რომელსაც ის იოკუძუნა კაკურიოსთან იყოფს. შეჯიბრების 11 დღის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი გახდა დასავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამა (ჰიროკი ისიბასი).

ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ნაცუ ბაშოზე დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა მეისეი გახდება. ამ დრომდე სუმოისტები ერთმანეთს არ შეხვედრიან.

ყველა ახალი ამბავი
0