რამდენი მოახმარა საქართველოს ნაკრებმა ქველმოქმედებას

© photo: Georgian Football Federation / FB საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უეფასგან მიღებული თანხა გადაირიცხა საბავშვო ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანა", „საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და „ბერი ანდრია პირველწოდებულის ფონდში".

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ქველმოქმედებაზე 300 ათასი ლარი დახარჯეს, ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ეს სახსრები უეფასგან ქართველმა ფეხბურთელებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილისთვის პრიზის სახით მიიღეს. ფეხბურთელებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ერთობლივი გადაწყვეტილებით, თანხა გადაირიცხა საბავშვო ჰოსპისში „ციცინათელების ქვეყანა", „საქართველოს სოლიდარობის ფონდში" და „ბერი ანდრია პირველწოდებულის ფონდში".

შესასვლელი „დინამოს“ სტადიონზე - Sputnik საქართველო
ფეხბურთის ფედერაცია გარიგებულ მატჩებთან ბრძოლას გაამკაცრებს

„ეს იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს სამი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში წლებია მუშაობს, ეხმარება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს. მჯერა, რომ ყველა ინსტიტუტის საქმიანობისა და მთლიანად საზოგადოების შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის სოციალური სარგებელი, რომელიც მათ შეუძლიათ გაიღონ მათთვის, ვისაც დახმარება სჭირდება", – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამ მიღწევის წყალობით ქართული გუნდი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 2020 წლის მარტში ბელარუსის ნაკრებს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0