ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქრო მოიგეს

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშისამბო
სამბო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედლების საერთო რაოდენობით საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ქართველმა სამბისტებმა ესპანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვეს, ნათქვამია საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის გვერდზე.

პირველი ადგილი მამაკაცებში თორნიკე ჭოველიძესა (-62) და მინდია ლულუაშვილს (-68) ერგოთ, ხოლო ელენე ქებაძე საუკეთესო იყო +80 კგ წონით კატეგორიაში ქალებს შორის. 

აღსანიშნავია, რომ ქებაძე კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. მანამდე სამ კონტინენტურ პირველობაზე ქართველი სამბისტი ქალი ორჯერ ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გარდა ოქროს მედლებისა, საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრებმა ბექა ბერძენიშვილმა (+100) და ნინო ოძელაშვილმა (-80) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ირაკლი კუპატაძესა (-57) და ლევან ბერბერაშვილს (52 კგ) ბრინჯაო ერგოთ.

მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი რუსმა სპორტსმენებმა დაიკავეს, რომლებმაც 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო დაიმსახურეს, მესამე ადგილზე კი უკრაინელი სპორტსმენები, შესაბამისად, 3-1-7 მედლით.  

 

ყველა ახალი ამბავი
0