ლევან გორგაძე ნაცუ ბაშოზე გამარჯვების სერიას აგრძელებს

© AFP 2024 / JIJI PRESSლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიაში ტურნირზე ტოჩინოშინი ტიტულის დასაბრუნებლად იბრძვის.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

შეჯიბრების მეოთხე დღეს ტოჩინოშინმა დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტამავასი დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა მოწინააღმდეგის სასტარტო წნეხს გაუძლო, მონღოლ სუმოისტს ქამარში წვდა და იორიკირის ილეთით დოჰიოდან გაიყვანა. 

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

ზაფხულის ბაშოს ოთხი დღის შემდეგ მხოლოდ სამ სპორტსმენს აქვს 100%-იანი მაჩვენებელი. ესენი არიან იოკოძუნა კაკურიუ, რომელიც ბაშოზე გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია, სეკივაკე ტოჩინოშინი და დასავლეთის მერვე მაეგაშირა ასანოიამა.

გასულ ტურნირზე, გაზაფხულის ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა და შეჯიბრება უარყოფითი ბალანსით 7-8 დაასრულა. დაკარგული ტიტულის დასაბრუნებლად ზაფხულის ნაცუ ბაშოზე გორგაძეს 15 ბრძოლაში 10 მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი (დაიკი ნაკამურა).

ყველა ახალი ამბავი
0