უკვე მეცხრედ: ნინო სალუქვაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავრება

© Sputnik / Levan Avlabreliნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეკინში მსოფლიო თასის ეტაპზე პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში სალუქვაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ეს საკმარისი აღმოჩნდა.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სპორტული პისტოლეტიდან სროლაში სეულის (1998 წ) ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ქართველ სპორტსმენებს შორის პირველმა მოიპოვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ლიცენზია. 

აღნიშნული ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ ქვეყნის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაუდასტურეს. 

ნინო სალუქაძე - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძე — სპორტსმენი, რომლის ანგარიშზეც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალია

პეკინში მსოფლიო თასის ეტაპზე სალუქვაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში (179,6 ქულა). გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ოთხ ადგილზე გასულ სპორტსმენებს უკვე ჰქონდათ მოპოვებული ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია, ქართველი სპორტსმენი ავტომატურად გახდა მისი მფლობელი.

ნინო სალუქვაძისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მეცხრე იქნება კარიერაში. ამ მაჩვენებლით მას შეუძლია რეკორდსმენიც გახდეს ქალებს შორის. ამ დროისათვის, გარდა სალუქვაძისა, რვა ოლიმპიადაში მონაწილეობა ორ ქალს აქვს მიღებული: იოზეფა იდემს (იტალია, ბაიდარზე ნიჩბოსნობა) და ლესლი ტომპსონს (კანადა, აკადემიური ნიჩბოსნობა).

© SPUTNIKნინო სალუქვაძის ავტოგრაფი SPUTNIK-ს
უკვე მეცხრედ: ნინო სალუქვაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავრება - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძის ავტოგრაფი SPUTNIK-ს

აღსანიშნავია, რომ იდემმა უკვე დაასრულა სპორტული კარიერა და იმ შემთხვევაში, თუ ტომპსონი ტოკიოს ოლიმპიადაზე კვალიფიკაციაში ვერ მოხვდება, ნინო სალუქვაძე ცხრა ოლიმპიადაში მონაწილე ერთადერთი ქალი გახდება.

ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი ქალია, რომელსაც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი აიღო სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 25 მ დისტანციაზე და იქვე გახდა ვერცხლის პრიზიორი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

ყველა ახალი ამბავი
0