01:53 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში. ბელა ხოტენაშვილი

ქართველი მოჭადრაკე ქალები ევროპის ჩემპიონატზე ლიდერთა შორის არ არიან

© photo; courtesy of Turkish Chess Federation
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (173)
54 0 0

ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერი 38–ე ადგილზეა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში ქალთა შორის, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარეობს, გამოიკვეთა ლიდერთა ექვსკაციანი ჯგუფი. ქართველი გულშემატკივრების სამწუხაროდ, ქართველი მოჭადრაკე ქალები მათ შორის არ არიან.

შეჯიბრების ოთხი დღის შემდეგ ლიდერთაგან თითოეულმა 3,5 ქულა დააგროვა. ესენი არიან: ალინა კაშლინსკაია (რუსეთი), პოლინ გიშარი (საფრანგეთი), ელინა დინიელიანი (სომხეთი), ეკატერინა ატალიკი (თურქეთი), იოვანკა ჰაუსკა (ინგლისი) და ინა გაპონენკო (უკრაინა).

ქართველ მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო ბელა ხოტენაშვილმა სამი ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზე გავიდა. ამდენივე ქულა აქვს ნინო ბაციაშვილს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მას მე-18 ადგილი უკავია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ლიდერს ნანა ძაგნიძეს, მის აქტივშია 2,5 ქულა და ის 38-ე ადგილს იკავებს. პირველ ოთხ ტურში ძაგნიძემ ორჯერ გაიმარჯვა, ერთხელ შეხვედრა ყაიმით დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.

მეხუთე სათამაშო დღეს ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით ითამაშებს იულია ოსმაკთან (უკრაინა), ბაციაშვილი შეხვდება ხანიმ ბალაჯაევას (აზერბაიჯანი), ხოლო ძაგნიძე – მარინა ბრუნელოს (იტალია).

ნანა ძაგნიძე ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეა>>

კონტინენტის პირველობაზე მთლიანობაში 31 ქვეყნის 131 მოჭადრაკე ქალი იღებს მონაწილეობას. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 60 ათასი ევრო. აქედან გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს. ჩემპიონატის შედეგებით 14 საუკეთესო მოჭადრაკე ფიდეს მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს. ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება და 23 აპრილამდე გაგრძელდება.

თემები:
სპორტის ამბები (173)

მთავარი თემები