საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის გამართვაზე პრეტენზიას აცხადებს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევრობასკეტი 2021-ის მასპინძლობის სურვილს, საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქვეყანა გამოთქვამს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს განაცხადი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამართვის შესახებ კალათბურთის ევროპული ფედერაციის (FIBA Europe) შორტ-ლისტში მოხვდა, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსთან ერთად კონტინენტის პირველობის გამართვის პრეტენდენტი კიდევ ექვსი ქვეყანაა: ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვაკეთი.

საქართველოს კალათბურთის ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა>>>

როგორც წინა ორ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატს ოთხი ქვეყანა უმასპინძლებს. თითოეულ ქვეყანაში ოთხიდან ერთ-ერთი ჯგუფის მატჩები გაიმართება. აქედან ერთი ქვეყანა ასევე უმასპინძლებს ტურნირის ფინალურ ეტაპს. 2015 წელს მიმღები ქვეყნები იყვნენ ხორვატია, გერმანია, საფრანგეთი და ლატვია, 2017 წელი კი – ფინეთი, ისრაელი, რუმინეთი და თურქეთი.

ევრობასკეტი 2021-ის მასპინძელ ქვეყანასთან დაკავშირებით FIBA Europe საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ივლისში მიიღებს. ამ დრომდე ორგანიზაცია შეისწავლის მოედნებს, რომლებზეც მატჩების გამართვა იგეგმება და ასევე სხვა ინფრასტრუქტურას.

საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრები FIBA-ს რეიტინგში 19 პოზიციით დაწინაურდა

„საქართველოს ნაკრები ზედიზედ ოთხჯერ გამოდიოდა ევრობასკეტზე და არცთუ ცუდად. ჩვენ სულ ცოტა დაგვაკლდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე გავსულიყავით. ასევე ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ნაკრები არავისთვის არ წარმოადგენს სუსტ მოწინააღმდეგეს", – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, საქართველოში უყვართ და გულშემატკივრობენ სპორტის ამ სახეობას.

„საორგანიზაციო კუთხით ჩვენ არ გვაკლია გამოცდილება – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მასპინძლობისას FIBA-სგან არაერთხელ დავიმსახურეთ მაღალი შეფასება. გარდა ამაისა, 2021 წელს საქართველოს ნაკრებს პოტენციალი ექნება არა მხოლოდ მიიღოს მონაწილეობა ევრობასკეტზე, არამედ მაღალ შედეგებს მიაღწიოს", – აღნიშნა გურასპაულმა.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევრობასკეტზე, თავისუფლდებიან შესარჩევი მატჩებისგან და ავტომატურად კვალიფიცირდებიან ევროპის ჩემპიონატზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0