ქართველი ჩოგბურთელი მაიამის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

© photo: AFP 2020 / DAVID GRAYნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მასტერსის“ მეოთხედფინალში გასვლისთვის ქართველი სპორტსმენი კანადის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში მე-19 ადგილი) მაიამიში „მასტერსის" სერიის ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე წრეზე ჰოლანდიელი რობინ ჰაასე (65) ორ სეტში დაამარცხა ანგარიშით 7:6, 6:3. მატჩი საათ-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

ბასილაშვილმა მაიამის ტურნირის მერვედფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა და საპრიზო 91 ათასი დოლარი მოიპოვა. დიდი ალბათობით ქართველმა სპორტსმენმა АТР-ს განახლებულ რეიტინგშიც გაიუმჯობესა პოზიციები, რომელიც ორშაბათს, 1 აპრილს გამოქვეყნდება.

„მასტერსის" მეოთხედფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს (57) შეხვდება, რომელმაც ორ სეტში (7:6, 6:4) პოლონეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

Miami Open 31 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 9,3 მილიონ დოლარს შედგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული ამერიკელი ჯონ იზნერია.

 

ყველა ახალი ამბავი
0