09:05 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

© photo: AFP 2019 / GREG WOOD
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (494)
8320

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა Miami Open-ზე გერმანიის წარმომადგენელ მიშა ზვერევს მოუგო

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით მე-19 ადგილი) მაიამიში „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

ქართველი ჩოგბურთელი АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითდა >>

მეორე წრეში ბასილაშვილმა გერმანიის წარმომადგენელ მიშა ზვერევს (75) ორ სეტში მოუგო - 6:3, 6:2. მატჩი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა თავის მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მისი ჩაწოდების აღება ოთხჯერ შეძლო, ხოლო დათმო მხოლოდ ერთხელ. საერთო ჯამში ბასილაშვილმა 67 ქულა მოიპოვა, გერმანელმა - 51.

ტურნირის მესამე რაუნდში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და თითქმის 50 ათასი დოლარი გამოიმუშავა. „მასტერსის“ მეოთხედფინალში გასვლისთვის ქართველი სპორტსმენი შეხვდება ჰოლანდიელ რობინ ჰაასეს (65), რომელმაც სამ სეტში - 3:6, 6:3, 6:4 - სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს (96) მოუგო.

Miami Open 31 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 9,3 მილიონ დოლარს შედგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებული ამერიკელი ჯონ იზნერი.

თემები:
სპორტის ამბები (494)

მთავარი თემები