„დიდი სლემი“ ეკატერინბურგში: ქართველი ძიუდოისტის სენსაციური ბრინჯაო

© International Judo Federationქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე
ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას ეკატერინბურგის ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვა

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (-81 კგ) ეკატერინბურგში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მეოთხედფინალში მაისურაძე მოულოდნელად დამარცხდა ბელგიელ მატიას კასესთან და რეპეშაჟში მოხვდა. თავიდან ქართველმა სპორტსმენმა რუმინეთის წარმომადგენელ მარსელ სერსეას სძლია, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მაისურაძემ იპონით აჯობა ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტს.

ბევრმა სპეციალისტმა ამ გამარჯვებას სენსაციური უწოდა, რადგან დე ვიტი თავის წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მაისურაძე - მხოლოდ 89-ს.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებისთვის ეს მედალი ეკატერინბურგის ტურნირზე მეორე გახდა. შეჯიბრების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ) მოიპოვა.

„დიდი სლემის“ დასკვნით დღეს ტატამზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გამოვა: უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი (ორივე -90 კგ), ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი (ორივე -100 კგ) და მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

ყველა ახალი ამბავი
0