07:31 23 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

© photo: Georgian Chess Federation / FB
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (32)
73 0 0

საქართველომ პარტია ყაიმით დაასრულა, მაშინ როცა გამარჯვების პრეტენდენტი უკრაინელები ჩემპიონთან - ჩინეთის ნაკრებთან - დამარცხდნენ

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ჩემპიონატი ასტანაში, ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა.

დასკვნით მეცხრე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა რუსეთის ძლიერ გუნდთან შეხვედრა ყაიმით - 2:2 დაასრულეს. ოთხიდან არცერთ პარტიაში გამარჯვებული არ გამოვლენილა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრინჯაოს მედლებს ქართველები ჩინეთის ნაკრებს უნდა უმადლოდნენ. ჩინეთის წარმომადგენლებმა მსოფლიოს ჩემპიონობა ვადაზე ადრე - მსოფლიო პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვეს. ამის მიუხედავად, ტურნირის ბოლო დღეს ჩინელებმა უკრაინის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით - 3,5:0,5 და მოწინააღმდეგეებს საპატიო პიედესტალზე მოხვედრის შანსი არ დაუტოვეს.

დასკვნით პროტოკოლში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებმა 12-12 ქულა დააგროვეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენი მოჭადრაკეები დაწინაურდნენ.

მეორე ადგილი აიღო რუსეთის ნაკრებმა (14 ქულა), რომელიც ჩინეთს ოთხი ქულით ჩამორჩა.

ქართველი მოჭადრაკე ქალები ევროპის კლუბური ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ >>

ამგვარად, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა - ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, მერი არაბიძემ და სალომე მელიამ - წინა მსოფლიო ჩემპიონატის მიღწევები გაიმეორა და მესამე ადგილზე გავიდა.

მამაკაცთა შორის გამარჯვება რუსმა მოჭადრაკეებმა დაიმსახურეს. მეორე ადგილი ინგლისს ერგო, მესამეზე კი ჩინეთის წარმომადგენლები გავიდნენ.

თემები:
სპორტის ამბები (32)

მთავარი თემები