06:38 16 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5049
  • 100 RUB4.3127
  • USD3.0651
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (732)
114 0 0

ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ წარმატებით იასპარეზეს.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ასტანაში მიმდინარე მსოფლიო გუნდური ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მესამე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა აშშ-ის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 3,5:0,5.

ერთადერთი ყაიმი ნინო ბაციაშვილისა და კარისა იპის შეხვედრაზე დაფიქსირდა. დანარჩენ სამ პარტიაში ბელა ხოტანაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. 

აშშ-ის გუნდთან მიღწეული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სატურნირო ცხრილში მეშვიდედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ლიდერ პოზიციას კვლავ ჩინეთის და რუსეთის გუნდები იკავებენ, რომლებმაც სამი ტურის შემდეგ 10,5–10,5 ქულა დააგროვეს.  

ჩემპიონატის მეოთხე დღეს ქართველები უკრაინის წარმომადგენლებთან ცდიან ბედს.

ჭადრაკში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 14 მარტამდე გასტანს, ტურნირში ქალთა და მამაკაცთა ათ-ათი გუნდი ასპარეზობს.
მამაკაცთა შორის მსოფლიო პირველობის მოქმედი გამარჯვებული ჩინეთის ნაკრებია, ქალთა შორის კი რუსეთის გუნდი.

გასულ წელს საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

 

თემები:
სპორტის ამბები (732)

მთავარი თემები