თბილისის „დინამომ" სამივე მატჩი ფრედ დაამთავრა

გამოწერა
შემდეგი მატჩი დინამოელებს 11 თებერვალს სლოვენურ „მარიბორთან" აქვთ დაგეგმილი.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ", რომელიც სეზონისწინა მზადების ფარგლებში ანტალიაში იმყოფება, ზედიზედ მესამედ ფრედ ითამაშა.

თბილისის „დინამომ" შეხვედრა ბულგარეთის „ლოკომოტივთან" ფრედ დაამთავრა>>>

ბოსნია–ჰერცეგოვინის გუნდ „შიროკი-ბრიეგის" წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა უპირატესობის სათავისოდ გამოყენება და გოლის გატანა ვერ შეძლეს. მოწინააღმდეგის კარის აღების რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა ლევან კუტალიას.

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBფეხბურთის მატჩი
თბილისის „დინამომ სამივე მატჩი ფრედ დაამთავრა - Sputnik საქართველო
ფეხბურთის მატჩი

თურქეთში წვრთნებზე „დინამომ" სამი შეხვედრა ჩაატარა და ყველა ფრედ დაასრულა. პირველ ჯერზე პლოვდივის „ლოკომოტივს" შეხვდა და თამაში ანგარიშით 2:2 დასრულდა, მეორე მატჩი კი სერბულ გუნდ „სპარტაკთან" გამართა - 1:1.

შემდეგი მატჩი დინამოელებს 11 თებერვალს სლოვენურ „მარიბორთან" აქვთ დაგეგმილი.

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში სტარტს 1 მარტს აიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0