ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიაში ტურნირზე სენსაციურად წააგო

© photo: Nikoloz Basilashvili / FBნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, ბასილაშვილი დათმობს პოზიციებს მსოფლიო რეიტინგში.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) АТР-250-ის სერიის ტურნირის პირველივე წრეში სენსაციურად წააგო. ტურნირი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო.

მეხუთე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ორ სეტში წააგო (6:7, 5:7) გერმანელ დანიელ ბრანდსთან (180), რომელიც ძირითად სათამაშო ბადეში საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა. შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ბასილაშვილს საგანგებო ვიდეორგოლი მიუძღვნა

მატჩის პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ერთადერთი კომპონენტი, რომლითაც ბრანდსმა ბასილაშვილს აჯობა, მეორე ჩაწოდებაზე მოგებული ბურთებია (61 პროცენტი 48-ის წინააღმდეგ). ჩოგბურთელები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ ჩაწოდებებს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანეს, რა დროსაც უფრო ძლიერი გერმანელი აღმოჩნდა (9:7).

შეუძლებელია იმის ახსნა, რაც ბასილაშვილს მეორე პარტიაში დაემართა. ორი ბრეიკის შემდეგ ქართველი სპორტსმენი იგებდა ანგარიშით 4:0. ასეთი უპირატესობით პარტიის წაგება ძალზე რთულია, მაგრამ ბასილაშვილი ჩაფლავდა და მთელი ინიციატივა მეტოქეს დაუთმო. შედეგად ბრანდსმა სამჯერ აიღო ქართველის ჩაწოდება, მოიგო სეტი, შემდეგ კი მატჩი და საბოლოოდ მერვედფინალში გავიდა.

პირველივე რაუნდში წაგებამ ბასილაშვილს არ მისცა საშუალება სარეიტინგო ქულები გამოემუშავებინა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 11 თებერვალს გამოქვეყნდება, ქართველი რამდენიმე პოზიციით ჩამოქვეითდება. ერთადერთი, რითიც შეიძლება თავი ინუგეშოს ბასილაშვილმა, ეს არის საპრიზო თანხა 5 285 ევროს ოდენობით.

ტურნირი სოფიაში 10 თებერვლამდე გაგრძელდება. Sofia Open-ის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 600 000 ევროს შეადგენს, ხოლო მოქმედი გამარჯვებულია მირზა ბაშიჩი ბოსნია-ჰერცეგოვინიდან.

ყველა ახალი ამბავი
0