ქართველმა მწვრთნელმა რუმინეთის რაგბის ნაკრებში დაიწყო მუშაობა

გამოწერა
საქართველოსა და რუმინეთის გუნდები ამ შაბათს ევროპის ერთა თასის ტურნირში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. რუმინეთის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა თავის მწვრთნელთა შტაბში ქართველი სპეციალისტი ლაშა თავართქილაძე მიიწვია. ინფორმაცია ამის შესახებ რუმინეთის რაგბის ფედერაციამ თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე რუმინელების შერკინების ხაზთან იმუშავებს. აქამდე თავართქილაძე ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობდა ბუქარესტის კლუბთან КСМ.

ევროპის ერთა თასის გათამაშების ფარგლებში რუმინეთის ნაკრები თავის პირველ საშინაო მატჩს სწორედ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 9 თებერვალს კლიუჟში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ლაშა თავართქილაძემ საქართველოს ნაკრებში ცხრა თამაში ჩაატარა (2009-2010 წლებში). ის დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა რუმინულ კლუბ „ფარულში".

ევროპის ერთა თასის მოქმედი გამარჯვებულია საქართველოს ნაკრები, რომელმაც ტურნირი გასულ წელს მეათედ მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0