საქართველოში მეექვსედ Wings for Life World Run მარათონი ჩატარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მარათონი
თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარათონის შედეგად შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველო მეექვსედ შეუერთდება წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენას – მსოფლიო საქველმოქმედო მარათონს Wings for Life World Run 2019, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

ტრადიციისამებრ, ქართული მარათონი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გარბენის ნაწილი, 5 მაისს კახეთში გაიმართება.

თბილისური მარათონი - Sputnik საქართველო
მარათონი პიკნიკითურთ: თბილისელებს უჩვეულო გარბენზე ეპატიჟებიან

სასტარტო პუნქტი ლოპოტის ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარლის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზეა. დასაწყისი 15:00 საათზე. მარშრუტი შეგიძლიათ იხილოთ მარათონის ოფიციალურ საიტზე.

მარათონში მონაწილეთა რეგისტრაცია მარათონის ოფიციალურ გვერდზე მოხდება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 მაისის 15:00 საათი.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია, შეგროვებული თანხა ზურგის ტვინის ტრავმების შესწავლის ფონდში გადაირიცხება.

მარათონზე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უკვე დარეგისტრირდნენ უცხოელებიც. ამ ეტაპზე მარათონში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სომხეთის, იტალიის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ჰონგ-კონგის, აშშ-ის, რუსეთის წარმომადგენლებმა.

საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ მორბენლებს, ისე მოყვარულებს, ასევე შშმ პირებს. მთავარი პირობაა — ასაკი 18 წელს ზემოთ.

Wings for life world run მსოფლიო საქველმოქმედო მარათონის უნიკალურობა ისაა, რომ მასში არც საფინიშო ხაზია და არც დროით შეზღუდვა. არის მხოლოდ ერთი წესი: მორბენალს არ უნდა წამოეწიოს სპეციალური „საფინიშო მანქანა", რომელიც დისტანციაზე სტარტის გამოცხადებიდან 30 წუთის შემდეგ გადის და 15-25 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მონაწილე, რომელსაც „საფინიშო მანქანა" დაეწევა, წყვეტს სირბილს და მას საწყის წერტილზე სპეციალური ავტობუსით დააბრუნებენ.

სასტუმრო ბილტმორი - Sputnik საქართველო
ვერტიკალური მარათონი: თბილისელებს უჩვეულო გარბენზე იწვევენ

ყოველ მეხუთე კილომეტრზე განთავსებული იქნება წყლის, ენერგეტიკული სასმელებისა და ხილის პუნქტები. სტარტსა და მარათონის მთელ მარშრუტზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები. თუ მონაწილეს რაიმე სახის დაავადება ან ალერგია აქვს, წინასწარ უნდა აცნობოს მარათონის ორგანიზატორებს.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული — ქალი და მამაკაცი — ისინი, ვისაც სულ ბოლოს წამოეწევა „საფინიშო მანქანა". სწორედ მათ მიეცემათ WINGS FOR LIFE WORLD RUN 2020-ში მონაწილეობის უფლება პლანეტის ნებისმიერ წერტილში. გლობალური გარბენის ჩემპიონები კი პრიზის სახით დედამიწის გარშემო მოგზაურობის საგზურს მიიღებენ.

საქართველოში Wings for Life 2018 მარათონზე გამარჯვებულები გახდნენ ალექსანდრ ჩებურკინი (74,69 კმ) და ნინა ზარინა (47,3 კმ). შშმ პირთა შორის საუკეთესოები გახდნენ ირმა ზვერიაშვილი და მერაბ დუკაშვილი. წელს ისინი გლობალურ მარათონში ავსტრალიაში ირბენენ.

საქართველოში Wings for Life World Run 2019 ტარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ და კომპანია Red Bull-ის საორგანიზაციო კომიტეტის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0