ქართველ მოჭიდავეს ოლიმპიური მედალი ჩამოართვეს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისაერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად 37 წლის მოჭიდავე უზბეკეთის ნაკრების სახელით ასპარეზობს.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს სახელით მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით მოძმანაშვილს (–120 კგ) ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი ჩამოართვა, ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძმანაშვილს ჯილდო დოპინგის საწინააღმდეგო წესების დარღვევის გამო ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც თამაშების მონაწილე სპორტსმენების სინჯები ხელახლა გადაამოწმეს. სპორტსმენის სინჯში აღმოაჩინეს აკრძალული ნივთიერება დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი.

ანტიდოპინგის სააგენტოს მიერ მსოფლიოში აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი - Sputnik საქართველო
დოპინგ-სკანდალი დღეს და გუშინ...

მისი შედეგები ოლიმპიადაზე გაუქმებულია, მან მედალი უკან უნდა ჩააბაროს.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (საჭიროების შემთხვევაში, უზბეკეთის ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით) უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ამჟამად მოძმანაშვილი ტურნირებზე უზბეკეთის სახელით გამოდის.

მოძმანაშვილის აქტივშია ასევე 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები.

ყველა ახალი ამბავი
0